|
2017-03-31 13:21:59, 1690 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში მზარდი დინამიკაა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივა იყო. ლევან იზორიამ ვიცე-პრემიერს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობასაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან კარგი და მზარდი დინამიკაა. შესაბამისად, წელს უკვე მაღალ დონეზე ვიზიტები იგეგმება. ჩვენ დავგეგმეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები, მათ შორის საპარლამენტო დონეზეც. ეს ურთიერთობები მომავალში უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი“. თავის მხრივ, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ სურვილი გამოთქვა, საქართველოს სამხედრო უწყებაში განხორციელებული რეფორმებთან დაკავშირებით უკრაინამ გამოცდილება გაიზიაროს და ვიზიტს სამომავლო ურთიერთობებში ახალი ინიციატივების საწყისი უწოდა. „ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი სახის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც უკრაინული მხარის მიერ დადებითად აღიქმება. ვფიქრობ, ეს ვიზიტი საფუძვლად დაედება ახალ საერთო ინიციატივებს როგორც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატში, ასევე ნატოს მიმართულებით. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინელი დაჭრილი სამხედროების ფსიქოლოგიულ რეაბილიტაციის პროცესში კვლავ გაგვიწიოს დახმარება. ჩვენ რეგიონსა და ნატოს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის ინტერესიც გამოვხატეთ. სურვილი გვაქვს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გავიზიაროთ. იმედი მაქვს, ერთად ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეგვიძლია და ველი, დაგეგმილი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)