|
2017-03-31 12:41:04, 2482 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა
საქართველოს მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა. ისინი შეძლებენ, საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო შეღავათებით საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში ისარგებლონ. აღნიშნული საწარმოები და ინდმეწარმეები ახორციელებენ შემდეგი სახის საქმიანობას: ლეიბების, საბნებისა და ბალიშების დამზადება; ღვინის წარმოება; პურისა და ცომეულის წარმოება; მებოცვრეობა; ხმელი ხილის დამზადება და სხვ. ამ ეტაპზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მინიჭებული აქვს 199 მეწარმე სუბიექტს. „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N633 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)