20:46 - 21 Apr, 2026
|
2017-03-31 11:58:07, 2531 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: IRI რეალობისგან ძალიან შორს არის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, IRI რეალობისგან შორს არის. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო IRI-ს საარჩევნო კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა“. "ამხელა შეცდომების მერე მაინცდამაინც მაღალ ნდობას ეს ციფრები ჩემში არ იწვევს. ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ ყველა კვლევის მონაცემს. ჩვენც ჩავატარებთ კვლევებს, მაგრამ ვისაც ორჯერ შეეშალა, იმათ ციფრებს რომ დავეყრდნოთ, ალბათ, არასერიოზული იქნება",- აღნიშნა ჯეჯელავამ. ცნობისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, „ნაციონალური მოძრაობაა“.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)