|
2017-03-30 23:15:33, 1859 ნახვა
სამართალი
აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება გასაჯაროვდა
11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა, რომლის ჩვენებაც დღეს გაზეთმა "ბათუმელები" გაასაჯაროვა. ჩვენებაში კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას. "ექსპრესნიუსი" გავრცელებულ ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ: „11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია. საქმის მასალები დღეს, 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქცის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს. კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას. „უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა. „მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკ გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება“, – ნათქვამია კახა ბუხრაძის ჩვენებაში. „11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია. საქმის მასალები დღეს, 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქცის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს. კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას. „უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა. „მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკ გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება…“, - ვკითხულობთ კახა ბუხრაძის ჩვენებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)