22:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 16:07:25, 1979 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სოდიკ საფოევს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობის ასპექტები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის   ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  აღნიშნულ სფეროში არსებული მაღალი პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

 თავის მხრივ სოდიკ საფოევმა ქართველ ხალხს და დიპლომატიურ სამსახურს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და მას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა.

აღინიშნა ქვეყანებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. უზბეკეთის დელეგაციას ასევე  მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას. უზბეკეთის მხარე ასევე გაეცნო ფოთისა და ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics