13:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:22:55, 2399 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილზე: მატყუარაა, ქართველებს გაურბის, როგორც კურდღელი, უკრაინელებს კი სიყვარულში ეფიცება

უკრაინელი დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშო აღშფოტებას გამოთქვამს, იმასთან დაკავშირებით, რომ მალტაში, "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დელეგატად იყო დარეგისტრირებული.

უკრაინელლმა დეპუტატმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსმატყუარა უწოდა.

"მალტაში გამართულ "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე დარეგისტრირდა, როგორც საქართველოს დელეგატი. როგორი მატყუარაა! ქართველებს გაურბის, როგორც კურდღელი. გაურბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობისა და კორუფციის ბრალდებით. უკრაინელებს კი სიყვარულში ეფიცება და ატყუებს. სააკაშვილი საკუთარი თანამოქალაქეების ჯალათია, რომლებსაც კლავდა ძალაუფლების გამო, ისევე, როგორც იანუკოვიჩი. უკრაინა მისთვის მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც მართლმსაჯულებას ემალება. სააკაშვილი უკრაინელ ხალხს გამოიყენებს და მოშიორებს თავიდან, ისევე, როგორც საკუთარ მოსახლეობას უღალატა!", - წერს უკრაინელი დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ მალტაში "ევროპის სახალხო პარტიამ" კონგრესი გამართა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწიელობდა. სააკაშვილმა სამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის ორ ფრონტზე იბრძვის. პრეზიდენტმა საქართველო და უკრაინა იგულისხმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics