21:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 18:17:38, 1736 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდა

 აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. SDC-ის მხრიდან შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელები, დავით ჭიჭინაძე და თამარ წივწივაძე, ხოლო მთავრობის მხრიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ჯინჭარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე ესწრებოდნენ.

SDC-ს წარმომადგენელმა, თამარ წივწივაძემ,  მთავრობის თავმჯდომარეს სააგენტოს მუშაობის პროფილი  და მუშაობის   ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ ესაუბრა. აღნიშნეს, რომ მაღალმთიან აჭარაში რისკების არიდების მიზნით  საფრთხეების რუკების მეთოდოლოგიის შემუშავება და რუკების შედგენა მოხდება, რაც ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. საპილოტე პროგრამის ფარგლებში რუკების შედგენა პირველ რიგში ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

თავის მხრივ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ  მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეროზიული ზონების შესწავლა და რუკების შედგენა,  რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდას, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების სწორად დაგეგმვას.  ზურაბ პატარაძის თქმით, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში იგეგმება ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგული ნაბიჯია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის კუთხით. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარებას, მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი გამოთქვეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა რეგიონის განვითარების საქმეში მომავალშიც გაგრძელდება. 

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს და მისი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებია: ეკონომიკის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, აღდგენა-რეკონსტრუქციის ხელშეწყობა, უბედურებათა რისკების შემცირება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარება და სხვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics