23:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 18:40:51, 2450 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია მოხდეს

19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება - ამის შესახებ დღეს „ქარვასლაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც მოდის კვირეულის ორგანიზატორებთან და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ესწრებოდა. 

თბილისის მოდის კვირეულის 2017 წლის სეზონზე დაგეგმილია ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების ჩვენებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან. კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების კოლექციებისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, აქტიურად ეხმარება ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას ორი მიმართულებით: ერთი, ეს არის ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება. ჩვენი მეშვეობით არაერთი წამყვანი საერთაშორისო გამოცემა ეწვევა საქართველოს და აქტიურად გაშუქდება როგორც ქართველი დიზაინერები, ასევე საქართველო, თბილისი და სხვადასხვა კულტურული მიმართულებები. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია და მათი ნიჭის ბიზნესში გადატანა მოხდეს“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო მყიდველი ეწვევა  და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოხდება ორმხრივი შეხვედრები, კოლექციების გაცნობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი დიზაინერების პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად,  შემოსავლების ზრდას.

თბილისის მოდის კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების, თბილისის მერიის, „მეიდან ჯგუფისა“ და TBILISI MALL-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics