23:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 17:52:32, 2657 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუამ საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან სამოქმედო სტრატეგია განიხილა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან გერჰარდ შაუმბერგერთან აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მომდევნო წლებში ავსტრიის განვითარების სააგენტოს სტრატეგიის განხილვას, რომლის მომზადებაც წელსაა დაგეგმილი. სააგენტოს პრიორიტეტებს საქართველოში წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა. 

ავსტრიის განვითარების სააგენტო, გრანტის სახით, ამ ეტაპზე ახორციელებს 10 პროექტს, რომელთა მოცულობა დაახლოებით 10 მლნ ევროა, ხოლო დასრულებულია  დაახლოებით 4,5 მილიონი ევროს მოცულობის 25 პროექტი (მათ შორის, საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთა მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, გენდერი).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics