|
2017-03-28 16:07:40, 2248 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება. როგორც ინიცირებულ კანონპროექტშია ნათქვამი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე დაისჯება. ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონით იგივე ქმედება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე, ისჯება. ამასთან, თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დიდი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს დაეკისრება ჯარიმა ან/და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში იგივე ქმედება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე ვადით იქნება დასჯადი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით, ცვლილებები შედის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რის მიხედვითაც ახლებურად განისაზღვრა კანაფისა და მარიხუანის დიდი ოდენობები. გაზრდილია კანაფისა და მარიხუანის მხოლოდ დიდი ოდენობები და კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობა. აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ავტორობითაა მომზადებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)