|
2017-03-27 14:56:09, 986 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად შუახევში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შუახევის მუნიციაპლიტეტი მაღალმთიან აჭარაში ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესით გამოირჩევა, რასაც ცხადყოფს სოფლად არსებულ სასტუმრო სახლებში 2016 წელს არსებული ღამისთევების სტატისტიკაც. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კერძო და სამთავრობო სტრუქტურების მობილიზება იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონს მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდეს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მისი უშუალო ძალისხმევით, დარეგულირდა კურორტ „გომარდულთან" დაკავშირებული პრობლემური საკითხები და ახლო მომავალში „გომარდული" განაახლებს ვიზიტორების მიღებას. „გომარდულის" პოპულარულ კურორტად გადაქცევას ხელს შეუწყობს ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე. შუახევის მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული სიახლეები. პატარაძემ ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტ „ამაგის" მნიშვნელობას, რომელიც მუნიციპალიტეტებში „აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების" ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. როგორც აღინიშნა, მსგავსი გაერთიანება უკვე შუახევშიც არსებობს. მათი წევრები თემების მიხედვით საჭიროებების იდენტიფიცირებას ახდენენ და ეხმარებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს საჭიროებები ასახონ არსებულ პროგრამებში. „ამაგის" წევრები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ასევე იმ აგრარული მომსახურების ცენტრების მუშაობაში, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)