|
2017-03-27 12:42:47, 1025 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება
ხვალ, 28 მარტს, 09:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სემინარს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსმა გახსნიან. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა შეხვედრა ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი სემინარი საქართველოში პირველად იმართება.ის მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს. სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე იმსჯელებს. მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის გახსნის ცერემონია, გთხოვთ მობრძანდეთ თავდაცვის სამინისტროში (უზნაძის მხრიდან) სამშაბათს, 28 მარტს, 08:30 საათზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)