|
2017-03-25 18:32:16, 2572 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
Starbucks-ი საქართველოში შემოდის
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ბრენდი Starbucks-ი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოდის. კომპანიის მიერ თბილისით დაინტერესებას თბილისის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიასთან უკვე შეთანხმებულია. როგორც არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, Starbucks-ს ქარხნის აშენება კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან არსებულ ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი. მათივე თქმით, საპროექტო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც მალე გაიცემა. არსებული ინფორმაციით, Starbucks-ის პირველი ყავახანა თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან მდებარე ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე მშენებარე "გალერეა თბილისში" გაიხსნება. შეგანხსენებთ, რომ თავად "გალერეა თბილისის" გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)