|
2015-04-05 14:17:20, 668 ნახვა
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს
ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ამ დორისთვის ქუჩაში ნაპოვნია ტანსაცმელი და რენოს ტიპის ავტომობილი. ავტომობილს საქარე მინაზე ტყვიის კვალი აქვს. ტანსაცმელს კი, ექსპერტები სწავლობენ. ამ ადგილას სპეცოპერაცია, ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ 04:00 საათიდან დაიწყო. ისინი საცხოვრებელ კორპუსებს ამოწმებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩაზეც ტარდებოდა, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. სპეცოპერაციის შედეგთან დაკავშირებით შსს–ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)