|
2017-03-23 16:01:03, 2194 ნახვა
სამართალი
მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ
დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განათლება მიიღონ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სისტემაში დღეს არიან პატიმრები, რომლებსაც უკვე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეროვნული გამოცდები. „ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათავის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერება კი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები 5 წლის გასვლის შემდეგ უქმდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მისი განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება. შესაბამისად, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტონული ფორმით. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და მსჯავრდებულების მონაწილეობა გამოცდებში საერთო წესით განხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)