19:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:25:32, 1717 ნახვა

პოლიტიკა
„აკავებთ ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა, რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, უმრავლესობა, თავს არიდებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ბოლო დღეებში აქტუალურია და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებას ეხება. 

როგორც მელიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერტი ყოფილი დეპუტატი ახლა მმართველი გუნდის რიგებშია და ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. 

"გულდასაწყვეტია, როცა უმრავლესობის წევრები არ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია და რისიც დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს ეშინიათ. არ შემიძლია იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო, რომელსაც შსს უკანასკნელ პერიოდში ეწევა. რაც არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ შსს კანონმორჩილია და ის არ უდებს არც ნარკოტიკს და არც იარაღს, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს.

თქვენ, უმრავლესობის დეპუტატები საუბრობთ დეპუტატების დუმილზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. როცა ისინი მაშინაც არაფერს ამბობდნენ, როცა ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა. მაგრამ კარგად გადახედეთ თქვენს კოლეგებს, ახლა მათი ნაწილი თქვენს რიგებშია. 

რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადებას, სერიოზულ გადაცდომებს ეხება. იგივე დემურ სტურუა, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში მოკლეს. დიახ მოკლეს! ის იძულებული გახდა თავი მოეკლა, მანამ კი წერილი დატოვა, სადაც აღწერდა როგორ აიძულებდნენ ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული; ლევან აბზიანიძე - ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შარდმდენი აბები დაალევინეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა, რადგან გულით დაავადებული იყო და ვერ გაუძლო.

აქ საუბარი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე არაა, თქვენც არ იქნებით ყოველთვის დეპუტატები და თქვენი ოჯახის წევრებსაც მიადგებიან. ამიტომ, ჯობს თქვენი რეალური საქმით დაკავდეთ და მთავრობა აკონტროლოთ. 

თქვენ აკავებთ ნარკომომხმარებლებს რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ? არცერთი! თქვენ აქ, დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასე გააგრძელეთ და არჩევნებზე ვნახავთ ვინ იქნება უმრავლესობით", - აღნიშნა მელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics