21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 18:14:20, 2431 ნახვა

ეკონომიკა
სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვევიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს, სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან. სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობიან  სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კუთხით.
 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე, პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე, ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე, ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics