00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 17:09:36, 2173 ნახვა

სამართალი
ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM) რიგით 44-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს.  საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მონაწილეებთან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული, რომ დაკავევებები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არა მარტო არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირ აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები და ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილი პრობლემები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 25 აპრილს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics