2017-03-17 15:20:03, 1795 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე: „მინი სტრასბურგზე“ ლაპარაკი არასერიოზულია
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საქართველოში ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედების ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს.
"მინი სტრასბურგზე ლაპარაკი არასერიოზულია იმიტომ, რომ როგორი შიდასახელმწიფოებრივი ახალი მექანიზმიც არ უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ამ საშუალებების ამოწურვის შემდგომ ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს ევროკონვენციასთან შესაბამისობას სხვა გადაწყვეტილებების. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს როლის გაფართოებას, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია",-განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოში „მინი სტრასბურგის“ შექმნის ინიციატივაა წარდგენილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან