2017-03-16 18:13:50, 1913 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნების ჩატარებას გმობს
„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს", - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რუმინეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება რეგიონში დესტაბილიზაციის რისკს შეიცავს.
განცხადებაში რუმინული მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან