2017-03-16 09:53:28, 1778 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ბაქოს მე-5 გლობალურ ფორუმში მიიღებს მინაწილეობას და აზერბაიჯანში გაემგზავრება.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.
"საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან