2017-03-15 14:33:22, 2123 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მარგველაშვილის გამოსვლის თარიღზე: ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან პარლამენტში მისი გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით შემოთავაზებას ელიან.
კობახიძის თქმით, თარიღი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს.
„მზად ვართ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართოთ. ვერ გეტყვით, გამოსვლა როდის იქნება. იყო თარიღის გარკვეული შემოთავაზება, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას - საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი.
შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან