17:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 16:40:21, 1654 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები იგეგმება

მიმდინარე კვირას საქართველოს უკრაინის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, კოლეგებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტების მომზადებაზე ისაუბრებენ. 

„მინდა მივესალმო ჩვენი ორი კოლეგის საქართველოს მეგობარი  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს. ეს არის უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მიმდინარე კვირაში ეწვევიან საქართველოს.  იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამოყენებული იქნება ამ მაღალო დონის ვიზიტების დასაგეგმად და ორმხრივ, რეგიონალურ ურთიერთობებში შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯების განსასაზღვრად“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics