|
2017-03-14 15:53:08, 2356 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: ბათუმის მოვლენებზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა
"ბათუმში მიმდინარე მოვლენები ყველამ ერთად დავინახეთ, რომ იყო ძალიან დიდი აგრესია, ვანდალიზმი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელია გამოიძიონ, იდგა თუ არა ვინმე ამ აქციის უკან. „პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლება შესწევს ძალა, რომ მშვიდობიანად და ადეკვატური მეთოდებითა და ძალით უპასუხოს აგრესიას და მოახდინოს ასეთ შემთხვევებზე რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გამოძიებული ეს შემთხვევა. გამოძიებული უნდა იყოს იდგა თუ არა რაიმე ძალა ამ აქციის უკან და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ, რათა ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი. სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკური პარტიები ვანდალური ფაქტის გამოყენებას თავიანთ სასარგებლოდ შეეცადნენ ",- აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)