|
2017-03-14 14:09:37, 4198 ნახვა
საზოგადოება კულტურა
შავი ზღვის ჯასფესტივალზე ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 400 ლარი იქნება, ხოლო JAMIROQUAI-ის-250 ლარი
შავი ზღვის ჯასფესტივალისთვის ბილეთები ზონების მიხედვით გაიყიდება. კერძოდ, როგორც "ისთერნ ფრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქროს ზონაში 3-დღიანი ე.წ აბონიმენტის სახით იქნება ბილეთი შეკრული და სილვერ ზონაში თითო-თითო ბილეთი კონკრეტული დღეებისთვის გაიყიდება. მისივე თქმით, ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 400 ლარი იქნება. აღნიშნულს გამოაკლდება 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც "თიბისი სტატუსს" გააჩნია და რომელსაც "თიბისის" კლიენტი აქტიურად იყენებს. როგორც აღინიშნა, JOSS STONE-ის კონცერტის ბილეთის ფასი 100 ლარი იქნება, JAMIROQUAI-ის 250 ლარი, DE LA SOUL კი, 150 ლარი. ყველაზე დიდი ზონა ოქროს ზონაა. შემდგომ არის სილვერ ზონა, ხოლო Vip ზონაში იქნება ის მაყურებელი, რომელიც შეიძინებს პაკეტს - სასტუმრო + ბილეთი.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)