17:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 23:19:08, 2021 ნახვა

სამართალი
პროკურორი: გიორგი მამალაძემ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა

ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, - ამის შესახებ „ციანიდის საქმის“ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მთელი ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მათ მიაწოდა, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას.

"მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დაწესებულება ადვოკატებმა და საქმის პროკურორმა უკვე დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics