16:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 19:51:14, 1811 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია აწყობთ

„საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება არის იმისათვის, რათა აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და არავითარ აქტს, რომელიც  ქვეყნის არევას ემსახურება.

ჟურნალისტის კითხვაზე  იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოში არსებობს დესტრუქციული ოპოზიციური ძალა?

კობახიძის თქმით,  იყო მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ბათუმში განვითარებული მოვლენები გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. 

„იყო კონკრეტული ნიშნები, მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ეს ყველაფერი, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლილიდარობა გამოუცხადეს ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ - ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს, თუ ვის რა იურიდიული და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში“,-აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics