17:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 17:39:14, 2440 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი გაათავისუფლა - ერთს 5 დღით პატიმრობა განესაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციაზე დაკავებულების, 13 სასამართლო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 2 სხდომაზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. არასრულწლოვანები დარბაზიდან უკვე გაათავისუფლეს. ერთ დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 5 დღით პატიმრობა განუსაზღვრეს.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 40-მდე პირი დააკავა. საქმე აღძრულია მასობრივი არეულობისა და საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდაცვის მუხლებით, თუმცა, დანარჩენ პირებს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარდა სიისხლის სამართლის მუხლიც ემუქრებათ.

ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics