16:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 13:38:27, 1803 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას

„ოპოზიციამ  ადამიანების ძალიან სათუთი ემოციები გამოიყენა  იმისათვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს“, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“.

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს, იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას და ასევე, ეს არის ქვეყნა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციიის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს“, - განაცხადა პრემიერმა პოლიციის სამმართველოში შესვლამდე, სადაც ამ წუთებში საგანგებო შეხვედრა იმართება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics