2017-03-12 04:37:38, 1951 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ ჩრდილელი: ბათუმის გავერანებისთვის სათანადოდ დაისჯებით
დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ოთარ ჩრდილელი ბათუმში ვანდალური აქტის მიმდინარეობას ეხმაურება.
"ისმის კითხვა, რატომ არ აქტიურობს პოლიცია. რომ იაქტიუროს და ამ მოზარდებიდან, რომელიმეს უბრალოდ შიშით გული გაუსკდეს, მერე ხომ ანბანის მიხედვით დაეწყობა-პოლიტპარტიები, მიტინგის რიგში. რა იყო, გათენდებოდა და ისედაც იშლებოდნენ ბავშვებიო. ბათუმს, მეცამეტე რაიონად არ გადაგაქცევინებთ, ყველაფერი გაირკვევა, ვინ დგას ამ აქციის უკან, მერე არ იყოს თავის მართლება და ტირილი! შეწყნარებას ვერ ეღირსებით, ბათუმის გავერანებისთვის სათანადოდ დაისჯებით!'-წერს ოთარ ჩრდილელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან