|
2017-03-10 15:39:10, 1936 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ წაერთვა
„ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საზოგადოების აზრი სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებითაც აინტერესებს: „ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელიც ყველამ იცით, იმედია კითხვის ნიშანი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხგაცემული იქნა. საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ, კიდევ ბევრი საკითხია, რომლის თაობაზეც მე პირადად, თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ, თვითმმართველობის შესახებ, იმის თაობაზე, თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება საზოგადოება ჩართული იყოს სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში, რამდენად და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავააქტიუროთ მაკონტროლებელი როლი საზოგადოებისა ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)