14:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 15:10:28, 1902 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: პარლამენტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას განაგრძობს, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია.

მდინარაძის თქმით, პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა „პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“.

მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, ამჯერად, პრეზიდენტმა სახალხო განხილვა და პარლამენტარების მიწვევა გადაწყვიტა. 

„იქნებ, ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, ხვალ რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს, როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. 

სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. ასეთი გამოხტომების მიუხედავად, კომისიის ფარგლებში ინტენსიურ მუშაობას გავაგრძელებთ და ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით ისტორიულ შედეგს დავდებთ. პრეზიდენტი კი, მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას გააგრძელებს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე საზოგადოებისთვის კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისა და შესაბამისი კამპანიის შესახებ საკუთარი მოსაზრების გაცმობას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics