|
2017-03-09 14:15:13, 2118 ნახვა
კომენტარი
„პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა აკრძალვა - საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს“
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, "პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს". მისივე თქმით, „ეს ყველაფერი რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“. „ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ვუზრუნველვყოფდით ძალიან ფართო დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არცერთ რეალურად კომენტარს არ საჭიროებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)