14:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 23:54:47, 2000 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: უმრავლესობა კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ მარგველაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიეღო

უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, პირველ რიგში, საზოგადოების ჩართულობით უნდა განიხილებოდეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება დღეს საზოგადოებას არ ეკითხება, თუ რა სურს მას.

„თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტიურად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს  პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჯერ მიღება და შემდგომ ამ საკითხების განხილვაზე საუბარი მიუღებელია. მისი აზრით, ამ პროცესების თანამონაწილე საზოგადოება უნდა იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics