|
2017-03-07 14:30:36, 2137 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ახალი ინსტიტუტების შექმნით, მედიის უფლებების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ
"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირმა ნადირაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივას ეხმაურება. ნადირაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა „ეს უსუსური სვლა მოიფიქრა იმისთვის, რათა აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მედიის უფლებები არ იზღუდება“: „ ეს არ იყო წინასწარ მოფიქრებული ამბავი, ეს იყო უცებ, სპონტანურად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ევროპის სასამართლოს დ ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც წუხს მედიის შეზღუდვის გამო საქართველოში, წინ აქვთ ფაქტი, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება შეიცვალოს მფლობელი რუსთავი 2-ში. ეს არის ფაქტი და ახალი ინსტიტუტების შექმნით, რომელსაც თავად გააკონტროლებენ ვფიქრობ, რომ ამ შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თუ მალე იქნება გამოცხადებული, ალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა, უფასო ფული და კიდევ ბევრი სხვა’’,- აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)