|
2017-03-07 13:29:04, 2284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: გაუთქმელობის პრინციპი მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია არ უნდა იყოს
ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგი წერეთელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას მხარს უჭერს. ,,ბოლო პერიოდის გახმაურებულმა საქმეებმა, განსაკუთრებით კი ეს გამოჩნდა ე.წ ციანიდის საქმეზე, როცა ხშირად იყო ნახსენები გაუთქმელობის პრინციპი, აჩვენა რომ ამით თითქოს საინტერესო ფაქტები დაიმალა ან არ გახმაურდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროა კანონის დახვეწა იმისთვის, რომ გაუთქმელობის პრინციპი არ იყოს მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია ამ შემთხვევაში და არ ხდებოდეს გამოყენება სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ამ ყველაფრის მოდერნიზება და არსებობს წინადადებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ განსახილველი საკითხია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და დაცვის მხარის უფლებები გაიზარდოს, რომ მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)