|
2017-03-07 11:16:00, 2215 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
იან კელი მედიაომბუდსმენის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას მიესალმება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის განცხადებით, ის მიესალმება პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ პრემიერი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. "როგორც ვახსენე საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის. ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერი და მისი გუნდი გააგრძელებს ამ მიმართულებას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდისკენ. რა თქმა უნდა ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი თავისუფალ მედიას ეკისრება. მე პირადად, მივესალმები პრემიერის ინიციატივას, ომბუდსმენის ინსტიტუტს და როგორც უკვე აღვნიშნე უდიდეს როლს თამაშობს მედია ზოგადად განვითარებაში და დემოკრატიული განვითარების პროცესში", - განაცხადა კელიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)