16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 19:26:27, 2186 ნახვა

სამართალი
ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი წერილის დეტალებზე საუბრობს

ქიბარ ხალვაშმა  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილით მიმართა და „რუსთავი 2“-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა.

სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან კურიერის კორესპონდენტთან კომენტარი გააკეთა. „რუსთავი2“-თან საუბრისას ხალვაშმა ის დეტალები განმარტა, რომელზეც მის მიერ სტრასბურგში წარდგენილ წერილშია საუბარი. 

"რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე, რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან,  რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,"-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

შეკითხვაზე "რატომ არ აძლევს ინტერვიუს რუსთავი 2-ს და კომენტარს ყოველთვის სხვა მედიასაშუალებებთან რატომ აკეთებს," მან უპასუხა, რომ განცხადებას სხვა მედიასაშუალებებთან თავდაცვის მიზნით აკეთებს. 

„ხანდახან ლანძღვა-გინება რომ გაუსაძლისი ხდება, პატარა კომენტარს მივცემ ხოლმე რომ ძალიან არ მიმწიხლოთ თქვენ და თქვენმა სტუმრებმა სპეციალურად შეგროვებულებმა,“-აცხადებს ხალვაში „კურიერთან“ .

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ხალვაშმა ასევე აღნიშნა, რომ შეთავაზება დვალთან და აქიმიძესთან ძალაში რჩება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics