15:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 13:39:31, 2277 ნახვა

სამართალი საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტი: შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ქარჩავას ინფორმაციით, თეთრუაშვილი პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დაკითხა.

იურისტის თქმით, სასამართლო განჩინებით დღეს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები საპატრიარქოში იყვნენ მისული და დეკანოზ მამალაძის პირად ინფორმაციაზე დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებიც დაიკითხნენ, რომელთაც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

მანვე დასძინა, რომ დაკითხულთა შორის სასულიერო პირები არ ყოფილან.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics