|
2017-03-06 12:39:56, 2034 ნახვა
სამართალი საზოგადოება
გირგვლიანის და გამცემლიძის მშობლები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ
სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამის შესახებ მოკლული სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა განაცხადა. გირგვლიანი საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლის, ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის გავლენის ქვეშ მოექცეს. მისი თქმით, 8 მარტს სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც 2004-2008 წლებში იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. გურამ გირგვლიანი საზოგადოებას წოწორიას წარსულს ახსენებს და აცხადებს, რომ ყველა გახმაურებული მკვლელობა, რომელიც პროკურატურის ხელშეწყობით იმ პერიოდში მკვლელობის შემსრულებლებს და დამკვეთებს ამართლებდა, ნონა წოწორიას სახელსაც უკავშირდება. რაც შეეხება ადვოკატ ოთარ კახიძეს, გურამ გირგვლიანის თქმით, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა. გურამ გირგვლიანი სტრასბურგის სასამართლოს წერილით მიმართავს და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს. „8 მარტს სტრასბურგის დიდი პალატა განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს. სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმეს განიხილავს ნონა წოწორია. წოწორია 2008 წლის შემდეგ გაგზავნეს მოსამართლედ სტრასბურგში. ეს იყო პიროვნება, რომელიც 2004-2008 წლებში ადეიშვილის მოადგილე იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი პოსტები ეკავა ასევე კომისიის თავმჯდომარეობის რანგშიც. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ყველა გახმაურებული ამბავი – გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობები. მერაბიშვილის კისერზეა ჟვანიას და 150-მდე ადამიანის მკვლელობა. ციხიდან 800-მდე კუბო გამოიტანეს იმ დროს და სახალხო დამცველი კი დღეს იმას განიცდის, რომ თურმე მერაბიშვილი ცუდ პირობებში ჰყავთ, ჩვენ კი ყველასგან მიტოვებული და არარაობად ჩათვლილი შვილმკვდარი მამები ვართ. მეორე – ოთო კახიძეა, რომელიც არის ასევე „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წარმომადგენელი და ყველა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი. ამ ორ პიროვნებას დაემატა მესამე – უჩა ნანუაშვილიც. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, იმის შესახებ, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. დიდი პალატა იხილავს მერაბიშვილის საქმეს მისი კამერიდან გაყვანაზეც, უჩა ნანუაშვილი კი გამოდის და ამ ფონზე აცხადებს, რა მდგომარეობაში ყოფილა ვანო მერაბიშვილი ციხეში. ვანო ცუდ მდგომარეობაშია და მისი მინისტრობის დროს პატიმრები ალბათ კარგ მდგომარეობაში იყვნენ. ეს სამი ადამიანი, რომლებიც დღეს იცავენ მერაბიშვილს, გარკვეულ ეჭვებს ამყარებენ. ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს "ნაციონალური მოძრაობისა" და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1-ელ თებერვალს გაუვიდა ვადა. მე ევროპის საბჭოს ოფისის ხემლძღვანელს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პირადად გადავცემ ევროპის სასამართლოში გასაგზავნ წერილს, რათა მოხდეს საქმის ობიექტურად წარმოება და მე მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს", – განაცხადა გურამ გირგვლიანმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)