2017-03-04 20:52:18, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ქიბარ ხალვაში: დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება
დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება, - ასე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ის არ თვლის, რომ ამით რამე გართულდა, პირიქით - გაადვილდა.
”მე აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ამით რაღაც გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ. ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და უფრო ადვილი გასაგები იქნება ქართველი მოსახლეობისთვის. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი”, - განაცხადა ხალვაშმა.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან