|
2017-03-04 17:19:26, 2742 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: პრეზიდენტის განცხადება არაკორექტული იყო, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ნაწილობრივ
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაკორექტული იყო, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისც ნაწილობრივ არაკორექტულია. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს უფლებები არ დააკლდება და ის იგივე უფლებებით ისარგებლებს. ”განცხადება, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მისამართით გააკეთა, იყო არაკორექტული, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო ნაწილობრივ არაკორექტული. ყველას შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ვერსიები განიხილება კომისიაში და ამ ვერსიების მიხედვით პრეზიდენტის უფლებები არ არის შეზღუდული. რა უფლებებიც აქვს პრეზიდენტს, ისევ ის უფლებები რჩება, არ აკლდება”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)