15:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 11:02:01, 2225 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც კახიძე აცხადებს, მტკიცებულებათა წარდგენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსასამართლოს მიმართა, რომ კახიძე დეპუტატი გახდა და ადვოკატი აღარ არის. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, წულუკიანი მტკიცებულებების  დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა.

„დღეს სტრასბურგია მთავარი საკითხი და შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.

ამ საქმეზე აპლიკაცია მე გავგზავნე და ვიცავდი ვანოს უფლებებს.

მტკიცებულებათა წარდგენა დავასრულეთ თუ არა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა - ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო.

ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში.

ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა ქ-ნმა თეამ.

სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს“, - წერს ოთარ კახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics