15:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 22:08:04, 2821 ნახვა

სამართალი
„რუსთავი 2“-ის იურისტი: ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული გადაწყვეტილება

ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესრულება საქართველოს ხელისუფლებისთვის არის სავალდებულო და შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა კონვენცია დაირღვევა.

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა რუსთავი2-ის და მისი დამფუძნებლების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით. ეს დროებითი ღონისძიება მოქმედებს 8 მარტამდე. სტრასბურგი ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს, ადამიანის უფლებათა კონვენციის 34-ე მუხლს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

შეგახენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics