2017-03-03 21:41:14, 1799 ნახვა
პოლიტიკა
თაქთაქიშვილი: გუშინ წინ უვიზო მიმოსვლა ევროპაში, ახლა ევროპამ ივანიშვილს რუსთავი2-ს არ გავატანთო, ჩვენ უკვე ვართ ევროპა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც თაქთაქიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, დღეს საქართველოს და ევროპის საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი.
"გადაჭარბების გარეშე, დღეს დაიწერა ჩვენი ქვეყნის და ევროპის საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი!
გუშინწინ უვიზო მიმოსვლა ევროპაში! ახლა, ევროპამ ივანიშვილს რუსთავი2-ს არ გავატანთო! ჩვენ უკვე ვართ ევროპა! გილოცავთ ყველას!!! ვიყოთ ევროპელები! ვიევროპელოთ! ეს უკვე მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! ევროპამ დღეს საბოლოოდ გვაღიარა თავის ნაწილად! ჩვენც უნდა ვივარგოთ! უფლებაც არ გვაქვს სხვაგვარად", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
შეგახენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან