|
2017-03-03 14:16:55, 2206 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ისე იქცევიან, გეგონება, როცა გვარამია იყო ძალოვანი სტრუქტურების ფიგურა, არავის არაფერს ართმევდნენ
სპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. გია ვოლსკის შეფასებით, პროცესი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სწორად ინფორმირებას. დეპუტატის აზრით, მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს-შექმნილი ვითარებიდან პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. გია ვოლსკის თქმით, სახეზეა „რუსთავი2“-თან დაკავშირებით ორ კერძო სუბიექტს შორის სამართლებრივი დავა და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს: „ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ აქ არ არის პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკი, პოლიტიკური პარტიების ჩართულობა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ თავისი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ აქედან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ- პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის მათ, ვისაც პრეტენზია აქვთ სამართლიანობაზე და სამართლის უზენაესობის დაცვის საკითხებზე, უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დავა იმ ადამიანს შორის, ვისაც წაართვეს ქონება და გააქციეს და მეორე იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს ქონება შეისყიდა. ჩენთვის საერთოდ უცნობი ადამიანების გვარებიც გამოჩნდა როგორც მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გაცილებით მეტი იცის იმ სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ეს პარტიები, ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს, რომ ხალხს გააგებინოს. პირიქით, მალავენ ინფორმაციას, რეალურ ინფორმაციას არ აწვდიან საზოგადოებას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გარკვეული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც, ალბათ, იმედია, რომ უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქება უფრო ფართო საზოგადოებისათვის, თუ რატომ მოხდა ერთი ადამიანისთვის რაღაც ქონების მინიჭება და რატომ ჩაითვალა, რომ იმ ადამიანს უსამართლოდ წაართვეს ქონება. სასამართლოს თემასთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს ვერც გავაკეთებ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ისე იქცევიან და ისე მოქმედებენ და ისე საუბრობენ, გეგონება იმ პერიოდში, როცა ნიკა გვარამია იყო თავად რეალური განმკარგავი, ამ სამთავრობო ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, თითქოს იმ პერიოდში არც არავის არაფერს ართმევდნენ და არც არავის აყაჩაღებდნენ ოფიციალური სტრუქტურები. თითქოს ბიზნესი იყო სრულიად ხელშეუხებელი. ამიტომ, ბევრს არ უკვირს, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ასეთი სახით მიიღო“,-განუცხადა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“.
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)