10:54 - 26 Jul, 2026
|
2017-03-03 12:48:32, 2031 ნახვა
კომენტარი
ქიბარ ხალვაში: გვარამიას არ განვიხილავ ისეთ პიროვნებად, რომლის შეთავაზებასაც აზრი აქვს
„სააკაშვილებთან და გვარამიებთან მოლაპარაკება შეუძლებელია“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. "გვარამიას არ განვიხილავ ისეთ პიროვნებად, რომლის შეთავაზებასაც აზრი აქვს. გამოცდილი მაქვს სააკაშვილებთან და გვარამიებთან ურთიერთობები. შეუძლებელია, მათ რამეზე მოელაპარაკო. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა. არ იქნებოდა დასაბრუნებელი წაგლეჯილი ქონება. გამოცდილი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მოტყუებით დამთავრდება", -აღნიშნა ხალვაშმა. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, ტელევიზია ამჟამინდელ კოლექტივს მიყიდოს, თუმცა ხალვაშმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)