|
2017-03-03 11:47:56, 2437 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ქუცნაშვილი „რუსთავი2“-ზე: დარწმუნებული ვარ, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის უფლება კანონით ნებადართული ფორმებით ყველას აქვს და დღეს „რუსთავი2“-თან სწორედ საპროტესტო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ქუცნაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, დარწმუნებულია, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის: „მიმდინარეობს საპროტესტო პროცესი, რისი უფლებაც ყველას აქვს. აქიდან გამომდინარე , პროტესტის გამოთქმის უფლება კანონით ნებადართული ფორმებით ყველას აქვს. ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, პროტესტს თავისი გამოხატულების ფორმა აქვს და დარწმუნებული ვარ, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება“,-განაცხად ზაქარია ქუცნაშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სამართლიანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ქუცნაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არ გაცნობია და შეფასებას ვერ გააკეთებს: „გავეცნობი გადაწყვეტილებას და შემდეგ გადავალ შეფასების ეტაპზე“,-განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)