|
2017-03-02 18:10:51, 886 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრი აშენდება
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად მობილიზებული თანხები, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, როგორც იზორიამ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საფუძველი ჩაეყრება ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის მშენებლობას: „ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოხატულება გახლავთ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი კრწანისში. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.თანხები, რომლებიც ოპტიმიზაციის შედეგად იქნა მობილიზებული, მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ერთ-ერთი კომპონენტი, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გახლავთ ჩვენი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება, რომელი ინფრასტრუქტურაც ჩვენი საჯარისო ნაწილების გაწვრთნას, მათ პროფესიულ მზადებას უკავშირდება. ამის პარალელურად იგეგმება მეორე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ჰქვია. აქ როგორც ჩვენი თანხებია ამ პროგრამის განხორციელებისთვის მობილიზებული, ისე აშშ-გან საკმაოდ დიდი თანხაა მობილიზებული. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვგეგმავთ ვაზიანში საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც ახლო მომავალში ჩაეყრება საფუძველი და რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრთან ერთად შექმნის ჩვენი სამხედრო ძალების ინსტიტუციური განვითარების მყარ საფუძველს, რომელიც გადის პირველ რიგში მეტ წვრთნებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)