18:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 16:46:33, 2819 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო 3 დღის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებაში 15 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. კერძოდ, ბოლო 3 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 15 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 17 თეთრით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4289 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4828 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0539 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.5581 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6176 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0595 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics